Thursday, October 9, 2014

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ეკა ღოღობერიძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ნიკორწმინდის საჯარო სკოლა
სოფელი
ნიკორწმინდა
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„არ ენდო“
თემის შინაარსი
მოცემული პროექტით მოსწავლეების ინფორმირებულობა ტრეფიკინგის შესახებ უფრო გაიზრდება. მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტში ტრეფიკინგის შესახებ.გაეცნობიან ტრეფიკინგის ფორმებს.გამოარკვევენ იმ ქვეყნებს სადაც ყველაზე ხშირად ხდებიან ადამიანები ტრეფიკინგის მსხვერპლი. დაადგენენ ვინ ხდება და რატომ ტრეფიკინგის მსხვერპლი.რა ასაკის ადამიანები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს.ჩაატარებენ კვლევას სკოლასა და თემში და გამოიკვლევენ რამდენად არის ინფორმირებული მოსახლეობა ამ პრობლემასთან დაკავშირებით.მოიძევენ ინფორმაციას იმ ორგანიზაციების შესახებ,რომელსაც უნდა მიმართონ ტრეფიკინგის მსხვერპლმა.დაამზადებენ საინფორმაციო ბროშურებს. მოამზადებენ ვიდეო კოლაჟს ამ თემასთან დაკავშირებით.მოაწყობენ პრეზენტაციას.გაიმართება დისკუსია. ასევე ისტორიის მასწავლებლის დახმარებით გაარკვევენ ადრეულ საუკუნეებში რა ფორმით ვლინდებოდა ტრეფიკინგი საქართველოში.დაადგენენ მათ შორის მსგავსებას და განსხვავებას.შექმნიან ბლოგს და სოციალური ქსელების დახმარებით რჩევებს გაუზიარებენ საზოგადოებას.
საგანი
სამოქალაქო განათლება-ისტორია
დონე/კლასი  
IX-X კლაი(11 მოსწავლე)
განხორციელების დროის ჩარჩო
ორი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მოქ.IX.1.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი  პიროვნული  თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ჩამოთვლის, რა სჭირდება ადამიანს არსებობისთვის და შეუსაბამებს მათ საკუთარ სურვილებს; ჩამოთვლის ადამიანის მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილების გზებს;
·      ჩამოთვლის ადამიანის გრძნობებს, ემოციებს, თვისებებს და აჯგუფებს მათ დადებით-უარყოფით  თვალსაზრისით;
·      განასხვავებს ადამიანის თანდაყოლილ და შეძენილ თვისებებს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებაში სრულფასოვანი ცხოვრებისთვის;
·      ირჩევს მისთვის მისაღებ პიროვნულ თვისებებს და სახავს საკუთარი თავისათვის მათი განვითარების გზებს;
·      მართავს საკუთარ ძლიერ გრძნობებს (მაგ.: აღტაცების, სტრესის, აპათიის, აგრესიის და ა.შ.);
·      განმარტავს ადამიანურ ღირსებას, მოჰყავს მაგალითები ცხოვრებიდან, მხატვრული ლიტერატურიდან მისი შელახვისა და დაცვის შესახებ;
·      დისკუსიის დროს ავლენს ადამიანის ღირსების პატივისცემას (მაგ.: მის საწინაღმდეგო მოსაზრებას ბოლომდე ჩუმად, აუღელვებლად უსმენს; საკუთარ პოზიციას იცავს ან სხვის მოსაზრებას ეწინააღმდეგება პირად თვისებებზე საუბრის გარეშე და.შ.);
·      თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად გაითამაშებს სიტუაციას, როდესაც ილახება ადამიანის ღირსება ან თავისუფლება; გამოთქვამს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას ამ ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ; გადმოსცემს საკუთარ განცდებს (მაგ.: როდის გრძნობს, რომ სხვებზე არც უკეთესია და არც უარესი, როდის გრძნობს, რომ ღირსეულად იქცევა);
·      მსჯელობს იმპულსურ ქცევასა (”მინდა”) და ნებელობით ქცევას (”საჭიროა”) შორის განსხვავებაზე, მოჰყავს კონკრეტული მაგალითები და აკეთებს დასაბუთებულ არჩევანს მათ შორის. განიხილავს შემთხვევებს, როდესაც პიროვნება იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ საქციელზე და როდესაც ის ასე არ იქცევა, არგუმენტირებულად მხარს უჭერს რომელიმე მათგანს;
·      აფასებს ღირებულებებზე დაფუძნებული პიროვნული არჩევანის მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებისათვის.
მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • განმარტავს ადამიანური ღირსების არსს;
  • განიხილავს ადამიანის ღირსების კრიტერიუმებს სხვადასხვა სოციალურ-კულტურული გარემოში და გამოყოფს უნივერსალურ მსგავსებებს;
  • მსჯელობს ადამიანური ღირსების პატივისცემის ფაქტორებზე სხვადასხვა საზოგადოებაში;
  • მსჯელობს შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლის ღირსების პატივისცემის შესაძლებლობებზე.


მოქ.X.3.  მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • გამოყოფს პიროვნების თავისუფლებისა და მოქალაქის აქტიურობის ნიშნებიდან მსგავსს;
  • აკავშირებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს საქართველოს მოქალაქის მოვალეობებთან;
  • მსჯელობს  თავისუფალი პიროვნების აქტიური მოქალქეობისათვის აუცილებელ პირობებზე საზოგადოებაში.


მოქ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი საფუძვლების კვლევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მონაწილეობს დისკუსიაში – რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება? გამოთქვამს მოსაზრებას პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის როლის შესახებ საქართველოში; ავლებს პარალელებს სხვა ქვეყნებთან.
·         საკუთარ დასახლებაში (რეგიონში) ირჩევს ერთ-ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას და მოიძიებს ინფორმაციას მის შესახებ; მსჯელობს ამ ორგანიზაციის შექმნის მიზეზებსა და მიზნებზე;
·         ასახელებს ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენას საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით, ეცნობა მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალას, მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე წერს რეფერატს: მიუთითებს რა უფლებები იქნა დარღვეული და რომ არ მომხდარიყო ამ უფლებების დარღვევა, რა შედეგს მიიღებდა საზოგადოება.




მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
შეძლებს მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში;
საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
·       .მსჯელობს, როგორ მოიქცევა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის, რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის თავისუფლებებს საკუთარი უფლებების დაცვისას; მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში. მსჯელობს სხვადასხვა ტიპის  ( დისკრიმინაცია, თაღლითობა, ძალადობა, ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი და სხვა) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებსა და მათი შემცირების გზებზე;მსჯელობს ადამიანის პიროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესებზე;მსჯელობს ადამიანური ღირსების პატივისცემის ფაქტორებზე სხვადასხვა საზოგადოებაში;განმარტავს ადამიანურ ღირსებას, მოჰყავს მაგალითები ცხოვრებიდან, მხატვრული ლიტერატურიდან მისი შელახვისა და დაცვის შესახებ;
  • შეძლებს ბლოგების შექმნას, გუგლის ფორმების გამოყენებას (კვლევა) და ჩატარებული ღონისძიებების  დრო და დრო გამოქვეყნებას.განუვითარდება კვლევის უნარი.შეძლებს დახმარება გაუწიოს სხვას.
  •  
  •  

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რას ვერ შეეგუებით?
ყველაზე მნიშვნელოვანი რაარის თქვენთვის ცხოვრებაში?
რამდენად უსაფრთხოა გარემო სადაც ცხოვრობთ?
თემატური კითხვები
რა იცით ადამიანის უფლებების შესახებ?
საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ ადამიანს თუ ემუქრება საფრთხე?
როდის არის ადამიანი დაცული,როდესაც ის მიდის სამუშაოდ  საზღვარგარეთ?
შინაარსობრივი კითხვები
რა იცით 21 -ე საუკუნის მონობაზე.
როდის ხდება ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლი?
რას ფიქრობს საზოგადოება მათზე ,ტრეფიკინგის მსხვერპლზე?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










კითხვა-პასუხი
ვიცი-მინდა გავიგო- ვისწავლე


ბუკლეტი

ვენის დიაგრამა


დისკუსია

კვლევა

პრეზენტაცია

ბლოგი

პრეზენტაცია
რეფლექსია
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა  საჭიროებების განსაზღვრისათვის გამოვიყენებ კითხვა-პასუხს,  ვიცი-მინდა გავიგო-ვისწავლე სქემას;პროგრესის მონიტორინგისა და, უკუკავშირის უზრუნველყოფისათვის  თვითშეფასებისა და თანატოლთა შეფასების ფორმებს;კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასებისათვის დისკუსიას.სასწავლო პროცესის ანალიზისთვის ბუკლეტს,პრეზენტაციას,ბლოგს.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევა
ინტერნეტ ძიება
კვლევა
სასწავლო პროცედურები
აქტივობა1. პირველ დღეს მოსწავლეებს კრებს მასწავლებელი უსვამს კითხვებს(ზოგადს,თემატურს,შინაარსობრივს).მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ სქემას ვიცი -მინდა  ვიცოდე-ვისწავლე.შემდეგ მასწავლებელი შემთხვევითი პრინციპით ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს ეძლევა სამოქმედო გეგმა.
აქტივობა2.მეორე და მესამე დღეს მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტში ტრეფიკინგის შესახებ.გაეცნობიან ტრეფიკინგის ფორმებს.გამოარკვევენ იმ ქვეყნებს სადაც ყველაზე ხშირად ხდებიან ადამიანები ტრეფიკინგის მსხვერპლი. დაადგენენ ვინ ხდება და რატომ ტრეფიკინგის მსხვერპლი.რა ასაკის ადამიანები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს
აქტივობა3.მეოთხე დღეს მოიძევენ ინფორმაციას იმ ორგანიზაციების შესახებ,რომელსაც უნდა მიმართონ ტრეფიკინგის მსხვერპლმა.
აქტივობა4.მეხუთე დღეს ჯგუფს.ჩაატარებენ კვლევას სკოლასა და თემში და გამოიკვლევენ რამდენად არის ინფორმირებული მოსახლეობა ამ პრობლემასთან დაკავშირებით.
აქტივობა5.მეექვსე დღეს დაამზადებენ საინფორმაციო ბროშურებს,რომელსაც გაავრცელებენ სკოლასა და თემში.
აქტივობა6.მეშვიდე დღე და მერვე დღეს მოამზადებენ ვიდეო კოლაჟს გამართავენ ჩვენებას,რომელსაც დაესწრებიან მოსწავლეები და მასწავლებლები.გამოთქვავენ თავიანთ მოსაზრებებს ტრეფიკინგთან დაკავშირებით.მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას თემაზე“ტრეფიკინგის მსხვერპლი და საზოგადოება“
აქტივობა 7.მეცხრე დღეს ისტორიის მასწავლებლის დახმარებით გაარკვევენ ადრეულ საუკუნეებში რა ფორმით ვლინდებოდა ტრეფიკინგი საქართველოში დაადგენენ მსგავსებას და განსხვავებას მათ შორის.ნახავენ მხატრულ ფილმს“მამლუქი“.
აქტივობა8. მეათე დღეს შექმნიან ბლოგს და სოციალური ქსელების დახმარებით რჩევებს გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს და საზოგადოებას.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მოსწავლეეს ექნება დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, სპეციალისტების დახმარება. რესურსებად გამოვიყენებ დასურათებულ კლასგარეშე ლიტერატურას, სპეციალურად მომზადებულ სათამაშო ბარათებს , ფერად ფურცლებსა და სახატავ მასალას დავალაებათა (მაგ. ილუსტრაცია, მასალის ფერებად წარმოდგენა...) სახლისოდ და იოლად შესარულებლად. შეფასების კომპონენტები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა, იქნება მოდიფიცირებული,

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

სასწავლო კურსსა და ინდივიდუალური გაკვეთილებში გათვალისწინებული იქნება ბილინგვური მოსწავლეებიშეიქმნება ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები.  შეფასების მეთოდები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა,  იქნება მოდიფიცირებუი, შეფასების ფორმატი - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მიეცემათ მეტი დამოუკიდებლად შესასრულებელი დავალებები; ცოდნის წარმოჩენისთვის  მიეცემათ  რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები.   პრეზენტაციების მომზადება მრავალფეროვანი მასალით და მისი წარმოდგენა კლასისა და ფართო საზოგადოების წუნაშე.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
  ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები.



No comments:

Post a Comment